9 ივნისი 2022 წელი
8-9 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანგულ-გერმანული კინოს დღეები გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში შედგა თანამედროვე ფრანგული და გერმანული ფილმების: ,,პაპიშა“ „უხილავები“ „ტრანზიტი”და „ტონი ერდმანი“ ჩვენება. ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა უცხოელ ექსპერტებთან ერთად ფილმები შეაფასეს და მათში ასახულ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე ისაუბრეს. კინოს დღეები საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.