ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ში „ქართული ლიტერატურისა და ლიტერატურული პროცესის შემსწავლელი სეზონური სკოლა“ გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,ქართული ლიტერატურისა და ლიტერატურული პროცესის შემსწავლელი სეზონური სკოლა“ გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში ხუთი დღის განმავლობაში ჩატარდება ლექციები და სემინარები. საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 30 სტუდენტი იმუშავებს ტექსტებზე, ლიტერატურისა და მხატვრული სტილისტიკის პრობლემებზე. ასევე გაიმართება წამახალისებელი კონკურსი საუკეთესო ნამუშევრის გამოსავლენად და გამარჯვებული ნაშრომი გამოქვეყნდება ლიტერატურულ  ჟურნალ ,,არილის“ საიტზე.

სეზონური სკოლის პროგრამა:

  • ნანა ტრაპაიძე: ინფორმაციული კრიტიკა - მიზნები და ამოცანები (ბათუმი ბსუ)
  • ლექსო დორეული: ინტერპრეტაციის ხელოვნება (თბილის, თავისუფალი უნივერსიტეტი)
  • დათო გაბუნია: პირველი პირი მესამე პირის წინააღმდეგ უახლეს ქართულ ლიტერატურაში (თბილისი, ილიაუნი)
  • ლევან ბერძენიშვილი: ტრაგედიის ჩამოყალიბება როგორც პროცესი (თბილისი, ილიაუნი)
  • დიანა ანფიმიადი: ნიშნის მხატვრული ფუნქცია და ენობრივი კომპეტენციები (თბილისი, ჯიპა)
  • ინგა ჟღენტი: ბეკეტი,0 ოლბი და ეგზისტენციალიზმი (თბილისი, კავკასიის უნივერსიტეტი)

,,ქართული ლიტერატურისა და ლიტერატურული პროცესის შემსწავლელი სეზონური სკოლის“ პროექტი  არის აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული.

პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია ბსუ-ის ასოცირებული პროფესორი, ლიტერატურათმცოდნე ნანა ტრაპაიძე.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა