7 ოქტომბერი 2022 წელი
გოეთეს ინსტიტუტმა საქართველოში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს საჩუქრად უახლესი გერმანულენოვანი ლიტერატურა გადმოსცა. აღნიშნული თანამედროვე სახელმძღვანელოებით ენის პრაქტიკული კურსისა და გერმანული ლიტერატურის ისტორიისთვის განახლდება გერმანული ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო რესურსი. ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი უკვე წლებია აქტიურად თანამშრომლობს გოეთეს ინსტიტუტთან საქართველოში და ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს სტუდენტებისა და ლექტორ-მასწავლებლებისათვის.