ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

„ფრაზისის“ VIII საერთაშორისო კონგრესი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორებმა მონაწილეობა მიიღეს 15-16 სექტემბერს, იტალიის ქალაქ მილანში „Sacro Cuore-ს” კათოლიკურ უნივერსიტეტში გამართულ ფრაზეოლოგიისა და პარემიოლოგიის საერთაშორისო ორგანიზაციის „ფრაზისის“ VIII საერთაშორისო კონგრესში. პროფესორებმა ნატალია სურგულაძემ, ნანა სტამბოლიშვილმა, მაია კიკვაძემ და მარინე სიორიძემ კონგრესზე მოხსენებები წარადგინეს დარგის აქტუალურ საკითხებზე. აკადემიურმა პერსონალმა ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

კონგრესში მონაწილეობდნენ ცნობილი ლინგვისტები საქართველოდან, გერმანიიდან, ამერიკიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, იაპონიიდან, ესპანეთიდან, უკრაინიდან, ბრაზილიიდან და სხვა ქვეყნებიდან. კონგრესი მიზნად ისახავდა აკადემიური პირების დაახლოებას, აზრთა გაცვლას და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა