ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

2022 წლის 09 დეკემბერს ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარებული დეკანის არჩევნების შედეგი და მე-2 ტურის ჩატარების თაობაზე

2022 წლის 09 დეკემბერს ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  გაიმართა ფაკულტეტის დეკანის არჩევნები.

ფაკულტეტის საბჭოს 96 წევრიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 89 ამომრჩეველმა.   არჩევნებში დარეგისტრირებულმა კანდიდატებმა მიიღეს ხმების შემდეგი ოდენობა:

1. რამაზ ხალვაში - 35 ხმა;

2. ინგა შამილიშვილი - 12 ხმა;

3. თეონა ბერიძე - 40 ხმა.

იმის გათვალისწინებით, რომ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ფაკულტეტის საბჭოს სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობა (49 ხმა), ბსუ-ს წესდებისა და არჩევნების დებულების შესაბამისად, ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევნების მე-2 ტური გაიმართება 2022 წლის 15 დეკემბერს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს პირველ ტურში გამოვლენილი საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი: 1. რამაზ ხალვაში და 2. თეონა ბერიძე.

საფუძველი: საარჩევნო კომისიის 9.12.2022 წლის შემაჯამებელი ოქმი №1

  შემაჯამებელი ოქმი №1

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა