18 იანვარი 2023 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონულ ჟურნალ „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნეს“ (E-ISSN 2720-8168; ISSN 2587-490X) ევროპის საცნობარო ინდექსი ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებისთვის-ERIHPlUS-ი მიენიჭა. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე დაარსდა 2018 წელს ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ბაზაზე.
ჟურნალში ქვეყნდება სამეცნიერო სტატიები, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის (ფორუმის, სიმპოზიუმის და სხვ.) მოხსენებები, სამეცნიერო ექსპედიციების ანგარიშები და რეცენზიები.
ჟურნალის სამეცნიერო სფეროები და მიმართულებებია: აღმოსავლეთის ისტორია, პოლიტიკა, გეოგრაფია, წყაროთმცოდნეობა, ისტორიოგრაფია, ქრონოლოგია, რელიგიის ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ეთნოგრაფია, ენათმეცნიერება, კულტურა, ფილოსოფია, ლიტერატურათმცოდნეობა, თარგმანი, კულტურული ანთროპოლოგია.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტს და ჟურნალის რედაქტორს, პროფესორ ემზარ მაკარაძეს ულოცავს მნიშვნელოვან წარმატებას.
ჟურნალის ელექტრონული მისამართი: https://openjournals.ge/index.php/hos;
https://kanalregister.hkdir.no/publiseringskanaler/erihplus/periodical/info.action?id=504530