ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა აჭარისწყლის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხეს

სურათი

აჭარისწყლის საჯარო სკოლაში გამართულ წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა. დავით აღმაშენებლის ეპოქაზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად პრობლემებზე მოხსენებები გააკეთეს ბსუ-ს პროფესორებმა ჯემალ კარალიძემ, ოთარ გოგოლიშვილმა და ასისტენტ პროფესორმა ლევან ტარიელაძემ. სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემატური მოხსენებები დავით აღმაშენებლის ცხოვრებაზე. ღონისძიების დასრულების შემდეგ, მომხსენებლებმა მოსწავლეების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხეს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა