ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 9 აპრილისადმი მიძღვნილი დისკუსია გაიმართა თემაზე: „9 აპრილიდან 9 აპრილამდე“. სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, ბათუმის ელიტური სკოლა „გორდას“, სკოლა „მონპარნასის“ პედაგოგებმა და მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირები გაიხსენეს და 34 წლის წინ განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს. დისკუსიას მოდერატორობას უწევდნენ  ბსუ-ს პროფესორები ჯემალ კარალიძე, ოთარ გოგოლიშვილი, ისტორიის დოქტორი ხათუნა დუმბაძე და ისტორიის საგანმანათლებლო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი მარიამ ჭანკურიძე.

9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა