ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ში ტრენინგი „სამეცნიერო ონლაინ-რესურსები და საერთშორისო მაღალრეიტინგულ ჟურნალებში სტატიების გამოქვეყენება“ ჩატარდა

სურათი

18-19 აპრილს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიცირებითა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, ბსუ-ს პროფესორ- მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „სამეცნიერო ონლაინ-რესურსები და საერთშორისო მაღალრეიტინგულ ჟურნალებში სტატიების გამოქვეყენება“. ტრენინგს უძღვებოდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი თავაძე. ტრენინგ-პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებებით არსებულ  სამეცნიერო ბაზებს, ელექტრონულ კატალოგებთან მუშაობის წესებს, სამეცნიერო ინსტიტუტების, გამომცემლობებისა და სხვა სამეცნიერო ინტერნეტ-რესურსების მოძიების ხერხებსა და იქ არსებული ინფორმაციის დამუშავების მეთოდებს.  


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა