4 მაისი 2023 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართული ენის დღეების ფარგლებში, ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია გაიმართა. ღონისძიებაზე სტუდენტებმა ქართველი პოეტების სამშობლოს თემატიკაზე შექმნილი ლექსები წაიკითხეს. საღამო მუსიკალურად გააფორმეს ბსუ-ს შემოქმედებითმა ჯგუფებმა, ფოლკლორულმა ანსამბლმა „თირინმა“და ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ტბეთმა“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აჭარაში მოღვაწე მწერლებმა და პოეტებმა: ჟუჟუნა შანიძემ, გენრიეტა ქუთათელაძემ, ცისანა ანთაძემ, ბელა ქებურიამ, მზია სალვარიძემ, ქალთამზე-ანა სურმანიძემ, დავით თედორაძემ, სანდრო ბერიძემ, ვახტანგ ღლონტმა, ანზორ კუდბამ, ზურაბ ფირცხალაიშვილმა, ემენ დავითაძემ, ნიაზ ზოსიძემ, ბადრი თევზაძემ, როი აბუსელიძემ, გენრი დოლიძემ, გიორგი გაბაიძემ, სულხან წულუკიძემ და ნიკა ფუტკარაძემ.
ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორის, შორენა მახაჭაძის ორგანიზებით გაიმართა.