8 მაისი 2023 წელი
8-12 მაისს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიცირებითა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, პროფესორ-მასწავლებლებისთვის ტრენინგ-კურსი ტარდება თემაზე: ამობრუნებული საკლასო ოთახის (Flipped Classroom) მოდელი. ტრენინგის მონაწილეების შეისწავლიან თანამშრომლობითი სწავლის ხელშემწყობი მიდგომებს, აქტიური სწავლის ტექნიკასა და ელექტრონული სწავლების ხელსაწყოებს. პროფესორ-მასწავლებლები გაეცნობიან, რა არის აქტიური სწავლა და რატომაა მისი დანერგვა მიზანშეწონილი ახალ თაობასთან მუშაობაში; გააცნობიერებენ, როგორი უპირატესობები აქვს ამობრუნებულ საკლასო ოთახს ონლაინ-სწავლების ფორმატში და რატომაა იგი უფრო შედეგიანი, ვიდრე ტრადიციული საკლასო ოთახი.
ტრენინგის მონაწილეები ასევე გაეცნობიან ღია საგანმანათლებლო რესურსებსა და მათი გამოყენების სამართლებრივ ასპექტებს; პრაქტიკაში გამოცდიან სწავლების ციფრულ ხელსაწყოებს, რომლებიც გამოადგებათ ამობრუნებულ საკლასო ოთახზე აქტიური და თანამშრომლობითი სწავლის ტექნიკების გამოსაყენებლად.