ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ს სტრასბურგის უნივერსიტეტის ჟურნალისტური განათლების საუნივერსიტეტო ცენტრის სტუდენტები ეწვივნენ

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს სტრასბურგის უნივერსიტეტის ჟურნალისტური განათლების საუნივერსიტეტო ცენტრის (Centre universitaire d'enseignement du journalisme - CUEJ) სტუდენტები ეწვივნენ.  ოთხი დღის განმავლობაში ბსუ-ს „ციფრული მედიისა და ინოვაციების“ სამაგისტრო პროგრამის, თსუ-სა და GIPA-ს სტუდენტები უცხოელ სტუდენტებთან ერთად, წერილობით და აუდიოვიზუალურ არაერთ ჟურნალისტურ მასალას მოამზადებენ. ფრანგულ-ქართული ჯგუფები, რომლებიც სტუდენტებით იქნება დაკომპლექტებული, შედეგების ამსახველ ერთობლივ კრებულს შექმნიან, რომლებიც სხვადასხვა თემაზე მომზადებულ სიუჟეტებს მოიცავს. პროექტში ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მათ მიერ მომზადებული ჟურნალისტური პროდუქტი ფრანგული ტელევიზიით გააშუქონ.

შეხვედრა გახსნეს და სტუმრებს მიესალმნენ ბსუ-ს რექტორის მოადგილე ანზორ ბერიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თეონა ბერიძე, ბსუ-ში „ციფრული მედიისა და ინოვაციების“ პროგრამის ხელმძღვანელი ინგა შამილიშვილი. შეხვედრის მიზანია ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტების კოლაბორაცია და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება, რომელიც  ამავდროულად ხელს შეუწყობს  ბსუ-ში ჟურნალისტიკის მიმართულების გაძლიერებას. პროექტი ინტერნაციონალიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც დაახლოვებს უნივერსიტეტის  პროგრამებს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა