15 მაისი 2023 წელი

ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანის ლაბორატორიაში ასოცირებულმა პროფესორმა ხათუნა ბერიძემ ინგლისურ ენაზე მთარგმნელობითი და საკომუნიკაციო უნარების განმავითარებელი ლაბორატორიული ტრენინგ-კურსი ჩაატარა. სწავლება მიზნად ისახავდა ენობრივი, მთარგმნელობითი და საკომუნიკაციო უნარების განვითარება-განმტკიცებას უახლესი მეთოდოლოგიითა და ლაბორატორიული ტექნოლოგიების გამოყენებით. ლაბორატორიული მეცადინეობებისას ინტეგრირებული იყო ლაბორატორიაში დამუშავებული უახლესი ტექსტური მასალა, ინტეგრირებული სასწავლო ვიდეომასალა, ენობრივი ტექნოლოგიები, აპლიკაციები და იმიტირებული სასწავლო გარემო.
ტრენინგ-კურსზე გამოყენებული მეთოდოლოგია ემყარება ზეპირი უნარ-ჩვევების განმტკიცებას. გამოყენებული იყო აქტიური მოსმენა-გადმოცემის სავარჯიშოები, ტერმინოლოგიური სავარჯიშოები, შინაარსის რეფორმულაცია, ინფორმაციის მეხსიერებაში „შენახვისა“ და გადმოცემის სავარჯიშოები, როლური იმიტაციების სავარჯიშოები და ინტერპრეტაციული სიმულაციები.