12 მაისი 2023 წელი

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ორგანიზებით, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის გერმანული ენის პროფესორ- მასწავლებელებისათვის ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა. DAAD-ის წარმომადგენელმა მაქსი ბორნმანმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო პროექტი „Dhoch3“, რომელიც მოიცავს მეთოდურ-დიდაქტიკური ხასიათის მოდულარულ სწავლა-სწავლებას. აღნიშნულ პროგრამაზე დარეგისტრირებულ პროფესორ-მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ „Dhoch3“ მუდლის პლატფორმაზე განთავსებული სასწავლო მასალებით.