ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

გერმანიის ელჩის მოადგილის, ტანია ჰუტის ვიზიტი ბსუ-ში

სურათი

ბათუმის შოთ რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტს გერმანიის ელჩის მოადგილე ტანია ჰუტი ეწვია. რექტორთან მერაბ ხალვაშთან და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან თეონა ბერიძესთან გამართულ შეხვედრაზე სტუმარმა ბსუ-სა და გერმანიის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაზე ისაუბრა. გერმანიის ელჩის მოადგილემ, ტანია ჰუტმა ხაზის გაუსვა გერმანული ენის სწავლების მხარდაჭერის პროექტს, რომელიც ითვალისწინებს გერმანული ენის სწავლების გაძლიერებას. ვიზიტის ფარგლებში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი ასევე შეხვდა გერმანისტიკის მიმართულების აკადემიურ პერსონალს, პროფესიული და უწყვეტი განათლების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის,  ევროპისმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანამანათლებლო პროგრამების სტუდენტებსა და აჭარის რესურსცენტრების ხელმძღვანელებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა