ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ეთერ თათარაიძის ქართულ-უკრაინული პოეტური კრებულის „ლექს ვარ ჯერაც გასაშიფრ“ წარდგენა გაიმართა

სურათი

ბსუ-ში გაიმართა ეთერ თათარაიძის ქართულ-უკრაინული პოეტური კრებულის „ლექს ვარ ჯერაც გასაშიფრ“ წარდგენა და დისკუსია თემაზე: „ენის როლი ერის კულტურული თვითმყოფადობის გამოსახატად და შესანარჩუნებლად“.  ქართულ და უკრაინულ ენებზე გამოცემული პირველი ბილინგვური კრებულში შესულია ეთერ თათარაიძის პოეზია და მისი თარგმანებიც - 5 უკრაინული ხალხური სიმღერის თავისუფალი თარგმანი. სტუდენტებსა და პროფსორ-მასწავლებლებს წიგნი ეთერ თათარაიძემ, გამომცემელმა და მთარგმნელმა ნატალია ტროხიმმა და რედაქტორმა, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა მარიამ მანჯგალაძემ წარუდგინეს.

ეთერ თათარაიძე 22 წიგნის ავტორია, აქედან 9 თუშურ დიალექტზე დაწერილი პოეტური კრებულია. მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია: „ილიას პრემია“ ( პარიზი, ქართულ-ევროპულ ინსტიტუტი),  „საბა“  (ორგზის), „ილიას საგურამო“ და „მაჩაბლის პრემია“  და სხვ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა