7 ივნისი 2023 წელი

ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ზედა თხილნარის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა. ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა შორენა მახაჭაძემ მოსწავლეებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „ვეფხისტყაოსანი“ 21-ე საუკუნის საქართველოში“. ახალგაზრდებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ შექმნის პროცესში. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, კაბინეტ-ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკას და ქართველოლოგიის ცენტრს. ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი მამია ფაღავა ახალგაზრდებს ცენტრის დაარსებისა და საქმიანობის ისტორიასა და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს კვლევის პრობლემებზე ესაუბრა.