9 ივნისი 2023 წელი

,,ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 22-26 მაისს ბსუ-ს პროფესორი მაია ბარამიძე, ასისტენტ პროფესორი შოთა როდინაძე და უფროსი მასწავლებელი ნონა ნიქაბაძე აკადემიური მობილობით იმყოფებოდნენ რიზეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტში (თურქეთი). პროფესორ-მასწავლებლებლებმა ლექციები წაიკითხეს და პრაქტიკული მეცადინეობა ჩაატარეს საკითხებზე: „ქართული დამწერლობა; ქართული სალიტერატურო ენა და დიალექტები“, „თემატურ-პრაქტიკული აქტივობანი არჩევნების საკითხებზე”, „შოთა რუსთაველის პოემის - „ვეფხისტყაოსნის“ თურქული თარგმანის ანალიზი“. ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.