23 ივნისი 2023 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადაფინანსებით ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ხათუნა დიასამიძემ სახელმძღვანელო „ევროპისა და ამერიკის ქვეყნების ახალი ისტორია“ გამოსცა, რომელშიც წარმოდგენილია ევროპისა და ამერიკის წამყვანი სახელმწიფოების სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტები, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები და საზოგადოებრივი განვითარების დინამიკა XVII საუკუნიდან პირველ მსოფლიო ომამდე. სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუდენტებისა და ფართო მკითხველი საზოგადოებისთვის.