ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ში „ქართული ლიტერატურისა და ლიტერატურული პროცესის შემსწავლელი სეზონური სკოლა“ გაიხსნა

სურათი

ბსუ-ში ქართული ლიტერატურისა და ლიტერატურული პროცესის კვლევის სეზონური სკოლა გაიხსნა თემაზე: „ქართული ლიტერატურა თანამედროვეობის პარადიგმაში“. 17-21 ივლისს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს პროფესორები, მწერლები და ლიტერატურათმცოდნეები  ლექციებსა და სემინარებს ჩაუტარებენ ქართული ლიტერატურის აქტუალურ საკითხებზე. სკოლის მუშაობის დასასრულს, სტუდენტები წარმოადგენენ საკუთარ კვლევებს, რომლებსაც განიხილავს სპეციალური კომისია. გამარჯვებული ორი ნაშრომის ავტორი მიიღებს 300-ლარიან ფულად ჯილდოს, ხოლო ნაშრომები გამოქვეყნდება ლიტერატურულ ჟურნალ ,,არილის" საიტზე.

საზაფხულო სკოლა განათლების სამინისტროს სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსში მოპოვებული გრანტის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლიტერატურულ ჟურნალ ,,არილის" თანადაფინანსებით ტარდება.

პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია ბსუ-ის ასოცირებული პროფესორი, ლიტერატურათმცოდნე ნანა ტრაპაიძე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა