ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ს სტუდენტებმა გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე წარმოებულ არქეოლოგიურ ექსპედიციაში მიიღეს მონაწილეობა

სურათი

ბსუ-ს ისტორიის სპეციალობის II კურსის სტუდენტებმა სასწავლო კურსის ,,საველე არქეოლოგიური პრაქტიკის’’ ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე წარმოებულ არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობაში. ასევე მოინახულეს პეტრა-ციხისძირისა და ქობულეთ-ფიჭვნარში მიმდინარე არქეოლოგიური  სამუშაოები.

საველე არქეოლოგიური პრაქტიკის სასწავლო კურსის მიზანს არქეოლოგიაში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების: გათხრების დაგეგმვის, ორგანიზების, საველე და კამერალური სამუშაოების განხორციელების უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება/სრულყოფა წარმოადგენდა.

პრაქტიკის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს სრულფასოვანი მონაწილეობა საველე და კამერალურ სამუშაოებში.  მათი ჩართულობით მოხდა არქეოლოგიური გათხრების წარმოება, დღიურის შედგენა, მასალის ფოტოფიქსაცია, მოპოვებული მასალების კამერალური დამუშავება და პასპორტიზაცია.

არქეოლოგიური გათხრები უნივერსიტეტისა და აჭარის ა.რ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა