24 ივლისი 2023 წელი
სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, სახელმწიფო ენის ფუნქციონირების ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა მარინე ბერიძემ, საინფორმაციო-ანალიტიკური კვლევის მენეჯერმა მაკა თეთრაძემ და სპეციალისტმა სოფიო კობიაშვილმა დააჯილდოვეს დეპარტამენტის მოხალისეთა პროგრამის მონაწილე ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები: გოჩა დავითაძე, ლილია თავდგირიძე, ნათია გიორბელიძე და დიანა ქარცივაძე.
სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა ბსუ-ს მოხალისე სტუდენტების ჩართულობით ბათუმში საინტერესო პროექტი განახორციელა:
-
მოხალისეებმა შეამოწმეს ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში განთავსებული საინფორმაციო და სარეკლამო აბრები და ამ ქუჩებზე არსებულ კვების ობიექტებში – მენიუები სახელმწიფო ენის გამოყენების თვალსაზრისით.
-
ამ დროისთვის შემოწმებულია 200-მდე ობიექტი;
-
ამჟამად მუშავდება შეკრებილი მონაცემები და კვლევის შედეგები გამოქვეყნდება დეპარტამენტის ვებგვერდზე;
-
არსებული ინფორმაციის საფუძველზე სახელმწიფო ენის დეპარტამენტი გამოავლენს დარღვევებს და დარღვევის გამოსწორების მიზნით გასცემს რეკომენდაციებს;
-
დაგეგმილია განმეორებითი მონიტორინგი.
სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა მადლობა გადაუხადა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მოხალისეებს თანამშრომლობისათვის.