28 ივლისი 2023 წელი

10 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მესამე კურსის სტუდენტებმა გაიარეს სასწავლო საველე ეთნოლოგიური პრაქტიკა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, ბეშუმის საზაფზულო საძოვრებზე და ისტორიულ ტაო-ლკლარჯეთში. პრაქტიკას ხელმძღვანელობდა ასოც. პროფესორი თამაზ ფუტკარაძე. საველე პრაქტიკის ფარგლებში სტუდენტებმა შეაგროვეს ეთნოგრაფიული მასალები ტრადიციულ-ყოფითი კულტურის სხვადასხვა საკითხებზე, გაეცნენ თურქეთის საქართველოში მცხოვრები ქართული მოსახლეობის ყოფასა და კულტურას, მოინახულეს ქართული მატერიალური კულტურის უნიკალური ძეგლები: ხანცთა, ოპიზა, ტბეთი, სათლელის ციცე, შავშეთის ეკლესია, ხიმშიაშვილების სასახლე, იშხანი, ხახული, ოშკი.
სტუდენტები მოძიებული მასალების საფუძველზე მონაწილეობას მიიღებენ სტუდენთა სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში, დაამუშავებენ საბაკალავრო ნაშრომებს. გათვალისწინებულია აგრეთვე ფოტოგამოფენის მოწყობა.