ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ში მთარგმნელთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, მთარგმნელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა ჩატარდა. ღონისძიება გახსნა და მთარგმნელობითი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა თეონა ბერიძემ. შეხვედრის სპიკერმა, ასოცირებულმა პროფესორმა, მთარგმნელმა და თარჯიმანმა ხათუნა ბერიძემ იმსჯელა მთარგმნელობით საქმიანობაში არსებულ მიღწევებსა და ღირებულებებზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თინათინ მარგალიტაძემ მოხსენება წარმოადგინა თემაზე: ,,თარგმანი და ლექსიკოგრაფია“.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს  მთარგმნელმა, ინგლისური საბას პრემიის ორგზის მფლობელმა ლელა დუმბაძემ, ბსუ-ს ასისტენტ პროფესორმა, გამომცემელმა და რედაქტორმა მარი კორინთელმა, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ ნატალია ჭყონიამ და ბათუმელმა ავტორმა ქალთამზე ანა სურმანიძემ.

შეხვედრას უძღვებოდა ბიბლიოთეკარი ანა მჟავანაძე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და საზოგადოების წარმომადგენლები.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა