ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა საერთაშორისო კონფერენციში მიიღეს მონაწილეობა

სურათი

3-5 ოქტომბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს სკოპუსში ინდექსირებული ჟურნალ ნალანსის მიერ ორგანიზებულ - Journal of Narrative and Language Studies - IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში: Narratives across boundaries - hybrid & hybrid. ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა: ნატალია სურგულაძემ, ირინე გოშხეთელიანმა, ნანა სტამბოლიშვილმა, თინა შიოშვილმა, მაია კიკვაძემ, თამილა დავითაძემ, ნანა მაზმიშვილმა, შოთა როდინაძემ, ნათია აბაშიძემ, თამარ მაჭუტაძემ, სოფიო კახიძემ და მაგული ბოლქვაძემ სესიაზე მოხსენებები წარადგინეს ბოლო პერიოდში განხორციელებული კვლევების შედეგებზე.

100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თურქეთში, შავი ზღვის უნივერსიტეტში გაიმართა.

ორგანიზატორებმა სურვილი გამოთქვეს, შემდეგი საერთაშორისო კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაატარდეს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა