ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

პროექტ „წერისა და კონსულტაციის ბანაკის“ სამუშაო შეხვედრა

სურათი

16-18 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ Horizon Europe Proposal Writing Camp for Georgia პროექტის „წერისა და კონსულტაციის ბანაკის“ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს  ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ივდით დიასამიძემ, ასისტენტ პროფესორმა ლია დავითაძემ და ასოცირებულმა პროფესორმა ხათუნა ბერიძემ. ბანაკის სპიკერებმა მათიას ვურხმა და ანელი როუზმა მონაწილეებს „ჰორიზონტი ევროპას" სტანდარტებით გათვალისწინებული საპროექტო წინადადებების შექმნის დეტალები გააცნეს. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა იმუშავეს როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ რეჟიმში, ასევე გამარჯვებული პროექტების წარმომადგენლებმა საკუთარი წარმატების ისტორიის შესახებ ისაუბრეს და პოტენციურ აპლიკანტებს საკუთარი გამოცდილებები გაუზიარეს. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა