30 ოქტომბერი 2023 წელი
2024 წლის 27 აპრილს, ბათუმის შოთ რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მოსწავლეთა მეშვიდე სამეცნიერო კონფერენცია „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო“. კონფერეცნია აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება და მასში მონაწილეობა შეუძლიათ აჭარის საჯარო და კერძო სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს. სესიაზე წარსადგენი ნაშრომების ზოგადი მიმართულებებია ახლო აღმოსავლეთისა და საქართველოს ისტორიული, ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური ურთიერთობები და ახლო აღმოსავლეთისა და საქართველოს კულტურული, ენობრივი და ლიტერატურული ურთიერთობები. დეტალური ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ დანართში.
დანართი