7 დეკემბერი 2023 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“/„Herald of Oriental Studies” ტომი 7. №1. გამოვა 2024 წლის ივნისში. სამეცნიერო შრომების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 15 მაისი. კრებული გამოიცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე. ჟურნალი გამოდის წინასწარ დაგეგმილი გრაფიკით წელიწადში ორჯერ (ივნისსა და დეკემბერში) და გამოქვეყნება უფასოა.
ჟურნალს აქვს „ღია ჟურნალის სისტემების“ (OJS–open journal syst¬ems) პროგრამული უზრუნველყოფა. სტატია უნდა წარმოადგენდეს გამოუქვეყნებელ სამეცნიერო კვლევას. მიმოხილვითი (ანალიტიკური) შინაარსის სტატიები არ მიიღება. სტატიის მომზადების ინსტრუქციას შეგიძლიათ გაეცნოთ ელექტრონულ მისამართზე: https://openjournals.ge/index.php/hos/AG
ჟურნალის არქივს შეგიძლიათ გაეცნოთ მისამართზე:
https://openjournals.ge/index.php/hos/issue/archive
გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი სტატიები გადის პლაგიატზე შემოწმებას პროგრამა Turnitin-ის საშუალებით.
გთხოვთ, ჟურნალისთვის სამეცნიერო ნაშრომები გადმოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: os@bsu.edu.ge; emzar.makaradze@bsu.edu.ge.
P.S. გაცნობებთ, რომ ჟურნალის არსებული საგამომცემლო პოლიტიკისა და სალიცენზიო პირობების გათვალისწინებით, სარედაქციო გუნდი უფლებამოსილი არ არის გააკეთოს კორექტირება ავტორის მიერ წარმოდგენილ სტატიაში. ავტორი თავადაა პასუხისმგებელი სტატიის შინაარსობრივ და ტექნიკურ მხარეზე. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, წარმოდგენილ სტატიაში ორთოგრაფიული და სტილისტიკური შეცდომების დადასტურების ან ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, სტატია არ განიხილება გამოსაქვეყნებლად. სტატიის შინაარსობრივი მხარე მოწმდება „ორმაგი ბრმა“ რეცენზირების საფუძველზე.
დანართი