ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საერთაშორისო კონფერენცია: „თარგმანი გარდამავალ პარადიგმაში 7"

სურათი

კონფერენციის შესახებ:

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თარგმანისა და ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის სამეცნიერო კომისიაში მონაწილეობით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2024 წლის 23-25 სექტემბერს უმასპინძლებს რიგით მე-7 საერთაშორისო კონფერენციას თარგმანი გარდამავალ პარადიგმაში 7 (ინგლისურ ენაზე: Translation in Transition 2024, Seventh edition); საერთაშორისო კონფერენციების სერია დამკვიდრებულია ემპირიული მთარგმნელობითი კვლევების სფეროში მკვლევართა ცენტრალური შეხვედრის ადგილად; კონფერენციას ორგანიზებას გაუწევს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი,  თარგმანისა და ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრი და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი.  

კონფერენციას თარგმანი გარდამავალ პარადიგმაში წინა წლებში უმასპინძლეს:   კოპენჰაგენის, გერმერსჰაიმის, გენტის, ბარსელონის, კენტისა და ჩარლის (პრაღა) უნივერსიტეტებმა.

კონფერენციის სამეცნიერო საბჭო შედგება ბოლონიის, კენტის, ოტავის, ლილის, ლუვენის, ლაიპციგის, ჰილდერშეიმის, საარლენდის, მონრეალის, ნეაპოლის, ადამ მიცკევიჩის, დუბლინის, კიოლნის, ოსლოს, ტრიესტეს, კვებეკის, ვენის, მაინცის, კრონინგენის, ჩარლზის, აღმოსავლეთ ფინეთის, ბაზელის, ვარშავის, კრაკოვის, ააჰენის  უნივერსიტეტების პროფესორებისაგან.

კონფერენციის ბმული და ინფორმაცია ინგლისურ ენაზე: https://sites.google.com/view/tt2024

კონფერენციის მიზანია: თარგმანი გარდამავალ პარადიგმაში 2024, რომელიც გაიმართება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩატარდება  ემპირიული კვლევების წარმოდგენისა და დისკუსიის ფორმატით;  თანამედროვე ემპირიული მეთოდოლოგია  აუმჯობესებს ჩვენს ცოდნას თარგმანისა და ტექნოლოგიების სფეროებში. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის კონფერენცია ღია იქნება ემპირიული მთარგმნელობითი კვლევების სხვადასხვა თემებისთვის,   ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდება ორ მიმართულებაზე: ნაკლებად გავრცელებულ და ნაკლებად გამოკვლეულ ენათა წყვილების ანალიზზე, ასევე სხვადასხვა მეთოდებსა და მონაცემთა ტიპებს შორის ურთიერთქმედებაზე.

 

კონფერენციის თემები:

 

  • ემპირიული მეთოდები და მოდელები (კორპუსზე დაფუძნებული, კორპუსზე ორიენტირებული, ექსპერიმენტული) ან გამოთვლითი ლინგვისტიკისა და მონაცემთა მოპოვების შედეგად მიღებული მეთოდები (მაგ. გამოთვლითი სემანტიკა, პრაგმატიკა), რომლებიც გამოიყენება მთარგმნელობით კვლევებში;
  • მთარგმნელობითი კვლევებისთვის ახალი რესურსების პრეზენტაცია (სალაპარაკო ენის კორპუსი, მულტიმოდალური კორპუსი, ტრანსკრიპტის მონაცემთა ნაკრების ინტერპრეტაცია, ნაკლებად გავრცელებული ენების კორპუსები,  ლექსიკონები, მონაცემთა ბაზები და ა.შ.);
  • პარალელური კორპუსების გამოყენება კონტრასტული ლინგვისტიკისთვის;
  • მეთოდი და მონაცემთა ტრიანგულაცია: კორპუსის მონაცემებისა და მეთოდებისა და მონაცემთა სხვა წყაროების კომბინირებული გამოყენება;
  • პარალელური და კომპარატიული კორპუსების გამოყენებით თარგმანის სპეციფიკური მახასიათებლების გამოვლენა და ანალიზი (თარგმანი, ინტერპრეტაცია, რედაქტირება, მანქანური თარგმანი, პოსტრედაქტირება და ა.შ.);
  • თარგმანის/ინტერპრეტაციის ვარიაციის ანალიზი და ინტერპრეტაცია, მაგ. ვარიაცია, რომელიც გამოწვეულია ენობრივი კონტრასტებით, რეგისტრის/ჟანრის, ექსპერტიზის, რეჟიმის და ა.შ.
  • სპეციალიზებული თარგმანის ემპირიული ანალიზი, მაგ. იურიდიული თარგმანი, სამედიცინო თარგმანი, ტექნიკური თარგმანი და სხვა;
  • თარგმანის/ინტერპრეტაციის და მრავალენოვანი კომუნიკაციის არაკანონიკური ფორმების ანალიზი;
  • კოგნიტური და გამოთვლითი შეხედულებები თარგმანის/ინტერპრეტაციის ცვალებადობის შესახებ;
  • თარგმანისა და ინტერპრეტაციის პროცესების კოგნიტური მოდელირება, კოგნიტური დატვირთვის გაზომვების ჩათვლით;
  • თარგმანი და ინტერპრეტაცია და ხარისხის შეფასება კორპუსების ან ექსპერიმენტული კვლევის გამოყენებით;
  • თარგმანი/ინტერპრეტაცია კონკრეტულ გარემოში: ახლო ენებს შორის, მესამე ენიდან, არამშობლიურ ენაზე თარგმანი, არაპირდაპირი თარგმანი და ა.შ.
  • კორპუსების გამოყენება მთარგმნელის ან/და თარჯიმნის ტრენინგისას;
  • თარგმანის/ინტერპრეტაციისას გაგების გაუმჯობესება NLP-ის კონტექსტში;
  • კომპიუტერის დახმარებით თარგმნა და/ან ინტერპრეტაცია (CAT/CAI);
  • მანქანური თარგმანი (MT): ანალიზი, შეფასება, მონაცემების შერჩევა და მომზადება MT, მანქანური თარგმანისთვის.

კონფერენციის ოფიციალური ენა ინგლისურია.

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • კონფერენციის თეზისების წარმოდგენის ვადა: 2024 წლის 16 თებერვალი
  • მიღების შესახებ შეტყობინება: 2024 წლის 8 აპრილი
  • საბოლოო თეზისების ვერსია: 2024 წლის 29 აპრილი
  • რეგისტრაცია გაიხსნა: 2024 წლის 6 მაისი
  • ადრეული რეგისტრაცია: 2024 წლის 6 ივნისი
  • კონფერენციის თარიღი: 2024 წლის 23-25 სექტემბერი.

ანონიმური თეზისების ფორმატისა და გაგზავნის შესახებ ინფორმაცია იხილეთ კონფერენციის ვებგვერდზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა