16 თებერვალი 2024 წელი
ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა თეონა ბერიძემ და ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მაია ბარამიძემ მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის 2021-2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის (სტრატეგიის) 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, 14-16 თებერვალს გამართულ ტრენინგებში. პროფესორმა თინათინ ბოლქვაძემ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საჯარო სამსახურების წარმომადგენლებს სიახლეები გააცნო და ქართული სალიტერატურო ენის ახალი და განახლებული ნორმები წარუდგინა.