ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ფრანკოფონიის კვირეული ‘’ფრანკოფონია-2024’’ გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ფრანკოფონიის კვირეული ‘’ფრანკოფონია-2024’’ გაიხსნა. კვირეული სკოლის მოსწავლეების ნახატების გამოფენით დაიწყო და ფრანგული ენის კონკურსით გაგრძელდა.  კონკურსში,  სახელწოდებით  ‘’Bonjour la France’’  რეგიონის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.  გამარჯვებულ მოსწავლეებს  სერტიფიკატები კვირეულის დასკვნით ცერემონიაზე გადაეცემათ. კვირეულის ფარგლებში, 29 მარტს ბსუ-ში ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს დასაქმების ფრანკოფონული ცენტრი (CEF) გაიხსნება, რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს დასაქმებაში და სამეწარმეო უნარების განვითარებაში.

ფრანკოფონიის კვირეული, რომელიც  მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება, ფრანგული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი და ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი ფრანკოფონიის დღეებს ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს.

ფრანკოფონიის კვირეული ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ხორციელდება, მასში ჩართულია აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის კერძო და საჯარო სკოლები, აჭარის ფრანგული ენის პედაგოგთა ასოციაცია, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და საერთაშორისო ასოციაცია ფრანგული რენესანსის საქართველოს წარმომადგენლობა.

ფრანკოფონიის კვირეულის ღონისძიებების განრიგი ბსუ-ში:

  • 29 მარტი, 12:00 საათი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი ფრანკოფონიის დასაქმების ცენტრის (CEF) გახსნა და კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება (I სართული, II კორპუსი, ოთახი N 118);
  • 8 აპრილი, 17:00 საათი - საფრანგეთში მოღვაწე ქართველი პიანისტი და მუსიკათმცოდნე, საფრანგეთის ხელოვნების აკადემიის დელ დუკას პრემიის ლაურეატი, გიორგი ბერიაშვილი გამართავს კონცერტს ,,ფრანგული მუსიკის ოთხი მწვერვალი", ასევე ისაუბრებს კლოდ დებიუსის, ჟან-ფილიპ რამოს, ოლივიე მესიანისა და სეზარ ფრანკის შემოქმედებაზე (I სართული, I კორპუსი, ბსუ-ს ფოიე);

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა