30 მარტი 2024 წელი
29-30 მარტს, ვირჯინიის უნივერსიტეტში (აშშ) გამართულ საერთაშორისო სიმპოზიუმში „Re-envisioning the Black Sea in Literature and Historiography: Backwater or oikoumenē?” მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა თეონა ბერიძემ და თარგმანისა და ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ხათუნა ბერიძემ. სიმპოზიუმი ორგანიზებული იყო ვირჯინიის უნივერსიტეტის ბრაუნ-ფორმანის პროფესორის, ედით ქლუზის მიერ და მასში მონაწილეობდნენ როგორც აშშ-ს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები, ისე შავი ზღვის ქვეყნების უნივერსიტეტებიდან მიწვეული მკვლევრები. სიმპოზიუმი წარმოადგენს შავი ზღვის კულტურული, ლიტერატურული და მთარგმნელობითი კვლევების გაგრძელებას, რომელიც ბსუ-ში 2018 წელს დაიწყო როგორც „აღმოსავლეთ ევროპის მულტიკულტურული სივრცე“ .