5 აპრილი 2024 წელი

ბათუმის N7 საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია „9 აპრილიდან 9 აპრილამდე“ წაიკითხა ბსუ-ს პროფესორმა ჯემალ კარალიძემ. მომხსენებელმა ლექციაზე განიხილა XX საუკუნეში საქართველოში ანტისაბჭოთა გამოსვლების ქრონოლოგია, 80-იან წლებში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაცია, საბჭოთა სისტემის დეგრადაცია და „პერესტროიკა“, როგორც იმპერიული სისტემის გადარჩენის მცდელობა. ასევე გაანალიზა 9 აპრილის წინაპირობები, მომიტინგეთა დარბევა და მისი შედეგები, დამოუკიდებლობის აღდგენა და მისი მნიშვნელობა. ღონისძიების მოდერატორი იყო N7 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი მეგი სურმანიძე. ლექციას ესწრებოდნენ N7 საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები.