10 აპრილი 2024 წელი

„ფრანკოფონია-2024’’ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საფრანგეთში მოღვაწე ქართველი პიანისტის გიორგი ბერიაშვილის ლექცია-კონცერტით „ფრანგული მუსიკის ოთხი მწვერვალი“ დასრულდა. მუსიკათმცოდნემ და საფრანგეთის ხელოვნების აკადემიის დელ დუკას პრემიის ლაურეატმა გიორგი ბერიაშვილმა ღონისძიებაზე წარმოადგინა საგანმანათლებლო ციფრული პლატფორმა და CD-ი, ისაუბრა კლოდ დებიუსის, ჟან-ფილიპ რამოს, ოლივიე მესიანის, სეზარ ფრანკის შემოქმედებაზე და შეასრულა ფრაგმენტები კომპოზიტორების ნაწარმოებებიდან.