19 აპრილი 2024 წელი
15-19 აპრილს, „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი ნათია აბაშიძე და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული უფროსი მასწავლებელი, ფილოლოგიის დოქტორი სოფიო კახიძე აკადემიური მობილობით იმყოფებოდნენ საფრანგეთში, რუანის ნორმანდიის უნივერსიტეტში. ნათია აბაშიძემ და სოფიო კახიძემ ლექციები წაიკითხეს და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარეს ლინგვისტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან. ვიზიტის ფარგლებში პროფესორ-მასწავლებლები გაეცნენ საგანმანათლებლო პროგრამებს, საუნივერსიტეტო ცხოვრებას, რუნის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას, სასწავლო პროცესსა და სიახლეებს; ასევე შეხვდნენ უნივერსიტეტის დეპარტამენტების, ლაბორატორიებისა, ენების სკოლისა და საგარეო ურთიერთობათა სამსახურის წარმომადგენლებს და დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.