31 მაისი 2024 წელი
30 მაისს, პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში ,,ტურიზმის მიერ გამოწვეული განახლება, ურბანიზაცია და რეფორმები - საქართველოს შემთხვევა“ მონაწილეობა მიიღო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის დოქტორანტმა ნათია თავდგირიძემ. კონფერენცია მიზნად ისახავდა ტურიზმის მეშვეობით გამოწვეული რეგიონული ტრანსფორმაციისა და განვითარების საკითხების გაანალიზებას საქართველოს მაგალითზე. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონთან ერთად განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა აჭარის რეგიონსა და ქალაქ ბათუმის ტურისტულ პოტენციალზე. სტუდენტმა ნათია თავდგირიძემ პროფესორ ნუგზარ მგელაძისა და ასოცირებულ პროფესორ მანუჩარ ლორიას თანაავტორობით მოხსენება წარადგინა თემაზე: ,,ეთნოგრაფიული ტურიზმი და სოციალური მედია საქართველოში“.
კონფერენცია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა.