8 ივნისი 2024 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანული ენის დღე გაიმართა. ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს მიესალმნენ გერმანიის ელჩის მოადგილე საქართველიში ტანია ჰუტი, ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი და ბსუ-ს რექტორის მოადგილე თამარ სირაძე. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა გაცვლითი პროგრამების წარდგენა და შეხვედრა გერმანული ენის მასწავლებლებთან, აბიტურიენტებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან. გერმანიაში სწავლის მსურველებს DAAD-ის თბილისი რეგიონული ოფისის უფროსმა გებჰარდ როილმა სასტიპენდიო პროგრამები გააცნო. ასევე მოეწყო გამოფენა ავსტრიელი მწერლის, ინგებორ ბახმანის შესახებ, რომელმაც მსოფლიო ომი გამოიარა.
გერმანული ენის დღე მოიცავდა ყველა ასაკობრივი ჯგუფისათვის გათვალისწინებულ სხვადასხვა სახის შემეცნებით და სახალისო აქტივობებს გერმანული ენის თემატიკაზე. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ბსუ-ს ბენდმა „OFF SIDE“.
გერმანული ენის დღე საქართველოში გერმანიისა საელჩოს, საქართველოში ავსტრიის საელჩოს, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის DAAD-ის, გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.
გერმანული ენის დღის პროგრამა