11 მარტი 2025 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2023 წლიდან გაერთიანებულია ჟურნალისტიკის სწავლების ევროპულ ასოციაციაში (EJTA) და ყოველწლიურად მონაწილეობს ასოციაციის მიერ გამართულ ტრენინგებსა თუ ფორუმებში. 2025 წლის 27 თებერვლიდან 1-ლი მარტის ჩათვლით ზაგრებში (ხორვატია) ჩატარდა ჟურნალისტიკის და მედია წიგნიერების ევროპული ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობდნენ „ციფრული მედიისა და ინოვაციების“ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები: მზია მართალიშვილი და თამარ შაშიკაძე. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა ვორქშოფები, დებატები, სემინარები ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: თავისუფალი მედია და დემოკრატია, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ლოკალური მედია - გადაარჩინე ადგილობრივი ჟურნალისტიკა, მედია წიგნიერება და სამოქალაქო განათლება და სხვა. ფესტივალში მონაწილეობა მნიშვნელოვანი გახლდათ ახალი უნარების შეძენისა და პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად.