ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი სალომე მიქაძე პროექტის „ეროვნული ენის მთარგმნელობითი კურსი – ფრანგული ენა დისტანციურად“ გამარჯვებულია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, თარგმანმცოდნეობისა და კულტურათაშორისი კომუნიკაციის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრანტმა სალომე მიქაძემ გაიმარჯვა პროექტში - „ეროვნული ენის მთარგმნელობითი კურსი – ფრანგული ენა დისტანციურად“, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსა(AUF) და  RFI Romania-ს ეგიდით ჩატარდა. დისტანციური სტაჟირება განხორციელდება 4 თვის განმავლობაში.  აღნიშნული პროგრამა არის ევროპა პლუსის რეგიონული პროექტის ნაწილი და მიზნად ისახავს რეგიონში ახალგაზრდა ფრანგულენოვანი ახალგაზრდების პროფესიულ ინტეგრაციას.

კონკურში მონაწილეობდნენ სტუდენტები შედეგი ქვეყნებიდან: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, საქართველო, უნგრეთი, ყაზახეთი, კოსოვო, ლიტვა, პოლონეთი, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა, მოლდოვას რესპუბლიკა, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, თურქეთი, უკრაინა.

საქართველოდან სალომე მიქაძე ერთადერთი გამარჯვებულია. ბსუ ულოცავს მაგისტრანტს გამარჯვებას და პროფესიულ წინსვლას უსურვებს.

  პროექტში მონაწილე უნივერსიტეტები

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა