19 მარტი 2025 წელი

ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა მაია კიკვაძემ მონაწილეობა მიიღო ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „ERASMUS+"-ის გაცვლითი პროგრამის 2024 – 2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მოკლევადიანი მობილობის განხორციელებაში, თურქეთის ქალაქ სამსუნში, 19 მაისის უნივერსიტეტში.
3-7 მარტს პროფესორმა მაია კიკვაძემ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, პროფესორ მასწავლებლებს გააცნო პრეზენტაცია საქართველოზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტზე, წაიკითხა ლექციები ქართულ-თურქულ ლინგვისტურ ურთიერთობებზე, ქართულ-თურქულ კულტურულ ურთიერთობებზე, ფრაზეოლოგიზმებზე, საერთო და განსხვავებულ ტრადიციებზე, ქართული ენის გეოგრაფიაზე თურქეთში, ინტერკულტურული განათლების როლსა და მნიშვნელობაზე მეზობელი ქვეყნების განვითარებაში.
პროგრამის ფარგლებში პროფესორმა მაია კიკვაძემ ასევე ლექცციები წაიკითხა სამსუნის უნივერსიტეტში.