26 აპრილი 2025 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსწავლეთა მერვე სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა თემაზე: „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო“. კონფერენცია ბსუ-ს რექტორმა, ტიტე აროშიძემ, აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ემზარ მაკარაძემ, აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის მინისტრის მრჩეველმა, ნათია დევაძემ გახსნეს და მოსწავლეებს წარმატებები უსურვეს.
კონფერენციაზე ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, შუახევისა და ხულოს საჯარო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოხსენებები ისტორიის, კულტურის, ეთნოგრაფიისა და არქეოლოგიის აქტუალურ საკითხებზე. სესიის მუშაობა სამი სექციის მიმართულებით წარიმართა და მასში 50-ზე მეტი სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა.
მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია მიზნად ისახავდა უნივერსიტეტსა და სკოლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, კვლევითი უნარების ჩამოყალიბებასა და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას.
ბსუ-ს მოსწავლეთა ტრადიციული სამეცნიერო კონფერენცია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.