1 მაისი 2025 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თეონა ბერიძე და ამავე ფაკულტეტის თარგმანისა და ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ხათუნა ბერიძე 3-8 აპრილს ჰილდესჰაიმის უნივერსიტეტში, (გერმანია) იმყოფებოდნენ.
სამუშაო კვირეულში დაგეგმილი აქტივობები მოიცავდა მთარგმნელობითი ტექნოლოგიების დეპარტამენტის დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო სემინარში „ხელოვნური ინტელექტი და თარგმანი“ მონაწილეობას. მომხსენებლებმა და მონაწილეებმა იმსჯელეს თარგმნის პროცესში ხელოვნური ინტელექტის მიერ თარგმნილ აუდიო-ვიზუალური ტექსტთა თეორიულ და პრაქტიკულ პრობლემებებზე. სამომავლო თანამშრომლობასა და სამეცნიერო პროექტებზე შესახებ დაგეგმილი საქმიანი და სამეცნიერო შეხვედრები გაიმართა ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ დოქტორ ელკე მონტანარისთან, დოქტორ სილვია იაკისთან, პროფესორ ეკატერინა ლაპშინოვა-კოლტუნსკისთან, დოქტორ დარია ორობჩუკთან, უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, პროფესორ დოქტორ ბეტინა კლუგესთან, პროფესორ მარკუს ჰეიდისთან.
დაიგეგმა სამომავლო სამეცნიერო კონფერენცია და კვლევითი პროექტი.
გაცნობითი ხასიათის ვიზიტი შედგა ჰილდესჰაიმის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ვიზიტის ფარგლებში ასოცირებული პროფესორი თეონა ბერიძე და ასოცირებული პროფესორი ხათუნა ბერიძე მიიწვიეს თარგმანმცოდნეობის დეპარტამენტის ბაკალავრიატის პირველკურსელ სტუდენტებთან შეხვედრის საინფორმაციო ღონისძიებაზე, კურიკულუმის სასწავლო კურსებისა და პროგრამული საკითხების წარდგენაზე.