3 ივნისი 2025 წელი

23-25 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპეისტიკის დარგობრივი დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს მიუნხენში (გერმანია) გამართულ განათლების მესამე საერთაშორისო კონფერენციაში (The 3rd International Education Conference).
კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგნენ: ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თეონა ბერიძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ივდით დიასამიძე, ასოცირებული პროფესორები - ლალი თავაძე და ნათია ქათამაძე, ასევე უფროსი მასწავლებელი ნონა მეტრეველი.
მომხსენებლებმა ფართო აკადემიურ საზოგადოებას გაუზიარეს საკუთარი კვლევების შედეგები, პრაქტიკული გამოცდილება და ინოვაციური იდეები. „განათლების კონფერენცია – 2025“ ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს მოიცავდა, როგორებიცაა - ინოვაციური პედაგოგიკა, განათლების ტექნოლოგია და სოციალური სამართლიანობა.
მსგავსი საგანმანათლებლო ფორუმები ხელს უწყობს აკადემიური დიალოგის გაღრმავებას, ინოვაციური მიდგომების პოპულარიზაციასა და სამეცნიერო კვლევების განვითარებას. ამასთან, კონფერენცია წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას საერთაშორისო კავშირებისა და სამომავლო თანამშრომლობის დასამყარებლად. აკადემიური პერსონალის მონაწილეობა კონფერენციაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა.