ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ში მოწვეული ლექტორების მონაწილეობით კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა

სურათი

ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტისა და სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ორგანიზებით, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს მოწვეულმა ლექტორებმა - ჯეშელ ფორესტერმა და თამარ ნიკურაძემ.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მუსიკალური ნომრები ბსუ-ს ბენდისა და ჯეშელ ფორესტერის მონაწილეობით, ასევე თეატრალური სპექტაკლი „ნაცვალსახელები“, რომლის ავტორი და დრამატურგიც თავად ჯეშელ ფორესტერია.

ჯეშელ ფორესტერი მშვიდობის კორპუსის საქართველოს მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2024 წლის ოქტომბრიდან ახორციელებს აკადემიურ საქმიანობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის აქტიურად მონაწილეობს საგანმანათლებლო პროცესებში და ჩართულია ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების განვითარებაში, სასწავლო რესურსების განახლებასა და არაფორმალური საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელებაში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა