ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

მასტერკლასი თემაზე: „ხელოვნური ინტელექტი ყველასთვის/გენერაციული ჩატბოტები“

სურათი

ხელოვნური ინტელექტის კომუნიკაციის მკვლევარმა,  პროფესორმა, ცირა ბარბაქაძემ ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებისთვის მასტერკლასი ჩაატარა თემაზე: ,,ხელოვნური ინტელექტი ყველასთვის/გენერაციული ჩატბოტები“. მასტერკლასი მიეძღვნა თანამედროვე ციფრული სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე რევოლუციურ ტექნოლოგიას - გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს (AI) და მისი გამოყენების პრაქტიკულ გზებს განათლებაში, პროფესიულ განვითარებასა და პერსონალურ ზრდაში. მონაწილეები გაეცნენ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს და იმასაც, თუ როგორ შექმნან ახალი ტიპის აზროვნების დიზაინი ჩატბოტებთან ეფექტური დიალოგის მეშვეობით.

მასტერკლასზე განიხილეს შემდეგი თემები:

  • ციფრული სამყარო და AI-ს როლი; წორი კომუნიკაცია AI-სთან - Prompt engineering: მკაფიო, მიზანმიმართული მითითებების ფორმულირება
  • AI ჩატბოტების გამოყენება პროფესიებში განათლება: კვლევის, სასწავლო მასალის მომზადებისა და სწავლების პროცესის გამარტივება (სწავლის პერსონალიზაცია, AI ასისტენტები, კვლევითი პროექტების მხარდაჭერა).
  • კრეატიულობა და კონტენტის შექმნა
  • ტექსტური კონტენტი: სტატიები, ბლოგპოსტები, სცენარები, სთორითელინგი.
  • აუდიო: ხმოვანი შეტყობინებები, პოდკასტის იდეები, მუსიკის გენერაცია.
  • ვიზუალი: სურათები, ინფოგრაფიკა, დიზაინის ელემენტები (DALL·E, MidJourney).
  • ვიდეო: ვიდეოსცენარები, ანიმაციები, მარტივი ვიდეოკონტენტი.
  • საკუთარი GPT-ებისა და ამოცანების შექმნა
  • ChatGPT Plus-ის Custom GPT-ების შექმნა და მორგება.
  • AI-ს სპეციფიკური ამოცანებისთვის (თარგმანი, კოდის წერა, კონსულტაცია) ადაპტაცია.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა