ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ასოცირებული პროფესორი ჟუჟუნა გუმბარიძე „ერაზმუს+“-ის მობილობის ფარგლებში პოზნანის უნივერსიტეტში იმყოფებოდა

12-16 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ჟუჟუნა გუმბარიძე პოზნანის ფიზიკური განათლების უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მოწვევით Erasmus+ პროექტის  (KA131) ფარგლებში  ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა პოლონეთში და მონაწილეობდა აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო კვირეულში.

პროგრამა მოიცავდა მულტიდისციპლინარულ მიდგომას უნივერსიტეტთაშორისი თანამშრომლობის განვითარებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით და მასში მონაწილეობდა თურქეთის, უნგრეთისა და ესპანეთის უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები.

საერთაშორისო კვირეულის აკადემიური კომპონენტი მოიცავდა უნივერსიტეტების საქმიანობისა და მიღწევების პრეზენტაციებს, საერთაშორისო თანამშრომლობის სტრატეგიებისა და მექანიზმების განხილვას, Erasmus+ პროგრამის განხორციელების გამოცდილების ანალიზს და ინტერაქტიულ სემინარებსა და ჯგუფურ დისკუსიებში მონაწილეობას. პარალელურად განხორციელდა კულტურული და სპორტული აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობდა მონაწილეებს შორის პროფესიული კონტაქტების ჩამოყალიბებას.

ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებს გააცნეს პოზნანის ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, ლაბორატორიები, სტუდენტური სერვისები და აკადემიური რესურსები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინკლუზიური განათლების მეთოდოლოგიასა და პრაქტიკაზე, ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციის ინოვაციური მიდგომებზე და სტუდენტური და აკადემიური მობილობის ოპტიმიზაციის საკითხზე.

ღონისძიებაში მონაწილეობამ მნიშვნელოვნად გაამდიდრა საერთაშორისო თანამშრომლობის კონცეპტუალური ხედვა და ხელი შეუწყო კონკრეტული საპროექტო ინიციატივების ჩამოყალიბებას. მიღებული გამოცდილება წარმოადგენს მნიშვნელოვან რესურსს უნივერსიტეტის საერთაშორისო აქტივობების განვითარებისათვის. აღნიშნული ღონისძიება პროფესიული განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებით ნაყოფიერი და შთამაგონებელი იყო საერთაშორისო თანამშრომლობისათვის ბსუ-სა და პოზნანის უნივერსიტეტს შორის.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა