29 ოქტომბერი 2014 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია ტარდება თემაზე: ,,მთარგმნელი და თარგმანმცოდნეობა ევროინტეგრაციის კონტექსტში“. ორი დღის განმავლობაში მრგვალ მაგიდასთან ევროკომისიის თარგმანმცოდნეობის დირექტორანტის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები განიხილავენ ახალი ევროპული სამაგისტრო პროგრამების დანერგვის, ევროპულ უნივერსიტეტებთან პარტნიორობის, საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის საკითხებს. საერთაშორისო კონფერენციაზე ქართველი, ინგლისელი, ბელგიელი, უნგრელი, ავსტრიელი, ლატვიელი ექსპერტები და მკვლევარები მოხსენებებს წარმოადგენენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: კონფერენციის სინქრონისტის ახალი პროგრამების თარჯიმნის განვითარება სამაგისტრო სწავლების საფეხურზე და მისი წინაპირობები, კონფერენციის თარჯიმანთა მომზადება, პროგრამული უზრუნველყოფა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზებით სტუდენტთა უზრუნველყოფის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, თარგმანმცოდნეობის ინსტიტუტიონალიზაცია და მისი ზეგავლენა სამაგისტრო პროგრამებზე.
საერთაშორისო სესიის მონაწილეები მუშაობისას ასევე გაეცნობიან საქართველოს მთარგმნელობითი ცენტრის საქმიანობას და გაიზიარებენ იურიდიულ თარგმანზე მუშაობის გამოცდილებას. გაიმართება საქართველოს „საკნონმდებლო მაცნეს“ ინგლისურენოვანი ვებგვერდის პრეზენტაცია, წარმოდგენილი იქნება არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზების საკუთარი ხედვა.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკონფერენციო პროექტის საგრანტო დაფინასებით ტარდება.