ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საჯარო ლექცია „პოეზია და ფილოსოფია“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით მწერალმა და მთარგმნელმა დათო ბარბაქაძემ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: “პოეზია და ფილოსოფია~. ლექციის მიზანი იყო ფილოსოფიისა და პოეზიის ურთიერთმიმართების რეტროსპექტული ანალიზი გერმანული გამოცდილების მაგალითზე. მომხსენებელმა ისაუბრა გერმანულ პოეზიაში რეფლექსირებადი ლირიკისა და ფილოსოფიური ლირიკის სათავეებზე; მიმოიხილა, თუ როგორ აისახა შილერის, გოეთეს და რომანტიკოსების თეორიულ შემოქმედებაში ფილოსოფიისა და პოეზიის ურთიერთმიმართების პრობლემატიკა. მომხსენებლის საგანგებო ყურადღების საგანი იყო გერმანული რომანტიზმის ფილოსოფიის გადამწყვეტი როლი კლასიკური ევროპული მოდერნიზმის ფორმირებაში.

ლექციის მეორე ნახევარი დაეთმო თანამედროვე გერმანული ინტელექტუალური პოეზიისა და ფილოსოფიის ურთიერთმიმართების არაკლასიკური მოდელების მიმოხილვას და კონკრეტული პოეტური მასალებით აღნიშნული მოდელების ილუსტრირებას. ამ მიზნით მომხსენებელმა მსმენელებს გააცნო როგორც კლასიკური მოდერნის პერიოდის, ისე თანამედროვე გერმანულენოვანი პოეზიის საუკეთესო ნიმუშები (გეორგ თრაკლის, ერნსტ მაისტერის, მიხაელ გუტენბრუნერის ლექსები). ლექციის მერე მომხსენებელმა ვრცლად უპასუხა სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების შეკითხვებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა