1. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადება რექტორის სახელზე უნდა წარმოადგინონ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამდივნოში (დანართი 2).
2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადების წარდგენის უფლება აქვთ ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს სწავლების მეორე წლიდან (მესამე სემესტრიდან), თუ:
ა) სტიპენდიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ყველა დისციპლინაში აქვთ 91 და მეტი ქულა;
ბ) გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომი შესაბამის სპეციალობაში ან არიან სამეცნიერო კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმების და ა.შ. მონაწილე და აქვთ მაღალი მიღწევები;
3. საკონკურსო დოკუმენტაცია (დანართი 1) უნდა მოიცავდეს:
ა) განცხადებას კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 2);
ბ) სტუდენტის სასწავლო-სამეცნიერო ავტობიოგრაფიას (CV) (დანართი 3);
გ) სამეცნიერო კონფერენციის, სემინარის, სიმპოზიუმის და სხვ. ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობის (ზეპირი, სტენდური მოხსენება) დამადასტურებელი დიპლომის, სიგელის, სეტიფიკატის და სხვ. დედანს ან ნოტარიულად დამოწმებულ ასლს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) პირადობის მოწმობის ასლს;
ე) ცნობას სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესახებ (დეკანის მიერ დამოწმებულს);
ვ) სტუდენტის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომის დედანს ან დეკანის მიერ დამოწმებულ ასლს;
ზ) არანაკლებ ერთ რეკომენდაციას რსუ-ს იმ პროფესორისაგან, რომელიც კარგად იცნობს სტუდენტის სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობას (დეკანის მიერ დამოწმებულს).
4. საკონკურსო დოკუმენტაცია საკონკურსო კომისიის მიერ არ განიხილება (არ შეფასდება) შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ კონკურსანტის მიერ არ არის წარმოდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი ან/და ინფორმაცია;
ბ) თუ კონკურსანტის მიერ ინფორმაცია/დოკუმენტები წარმოდგენილი არ არის შესაბამისი ფორმის დაცვით (ხელმოწერა, ბეჭედი, ნოტარიული დამოწმება და ა.შ.);
გ) თუ კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი მონაცემები (დოკუმენტები) არ შეესაბამება სინამდვილეს (ყალბი აღმოჩნდა), რაც დასტურდება რსუ-ში არსებული გარკვეული სახის მტკიცებულებებით;
დ) თუ კონკურსანტის დანიშნული აქვს რომელიმე სახის სტიპენდია;
ე) თუ კონკურსანტის აქვს ფინანსური დავალიანება.
5. ა) კონკურსანტთა საბუთები მიიღება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამდივნოში 2015 წლის 9 მარტიდან 13 მარტამდე.
ბ) კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება 2015 წლის 20 მარტის შემდეგ.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ბსუ-ს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით დაწესებულია 3 (სამი) სახელობითი სტიპენდია:
დავით ხახუტაიშვილის, აბელ სურგულაძისა და როლანდ კომახიძის სახელობის;
დანართი 1 დანართი 2 დანართი 3