5 აპრილი 2015 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით პროექტის - „უნივერსიტეტი-სკოლას“ ფარგლებში აბიტურიენტებისათვის ზოგად უნარებში იმიტირებული გამოცდა ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ბათუმის 20-მდე საჯარო და კერძო სკოლის, ასევე ფერიის, ქობულეთის, მახინჯაურის, ხელვაჩაურის, ორთაბათუმის, კირნათისა და ხულოს დამამთავრებელი კლასების 250-მა აბიტურიენტმა. იმიტირებული გამოცდა ფილოსოფიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ლალი ანთიძემ და ფილოსოფიის სტუდენტბმა ჩაატარეს.